ავტორიზაცია

ლაპორტა: "სხვა ჩემპიონატებთან შედარებით, ლა ლიგაში ფინანსური ფეირ პლეის წესები ძალიან მკაცრია"

ლაპორტა: "სხვა ჩემპიონატებთან შედარებით, ლა ლიგაში ფინანსური ფეირ პლეის წესები ძალიან მკაცრია"
თარიღი 26 მაი 2022, 11:41

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ ისაუბრა.

"რაც შეეხება ტრანსფერებს, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, მაგრამ სირთულეები არსებობს. ლიგა მხარს არ გვიჭერს".

"სხვა ჩემპიონატებთან შედარებით, ლა ლიგაში ფინანსური ფეირ პლეის წესები ძალიან მკაცრია და ეს დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ".

"ამას მივეჩვიეთ. გვაქვს ის, რაც გვაქვს, მხოლოდ ერთი რეცეპტი არსებობს: მუშაობა და მუშაობა, მაგრამ კარგად მუშაობა".

"უფრო კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნას უნდა ვცადოთ", - ციტიტებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es-ი.