რონალდუს გარეშე, მესისთან ერთად — WhoScored-მა ევროპის ტოპ 5 ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
WhoScored-მა 2021/22 წლების სეზონის ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
ფეხბურთელები მატჩებში მიღებული საშუალო შეფასების მიხედვით შეირჩა.
მეკარე: მაიკ მენიო ("მილანი") – 6,92;
მცველები: ჟოაო კანსელო ("მანჩესტერ სიტი") – 7,43, ჟოელ მატიპი ("ლივერპული") – 7,35, ნიკო შლოტერბერკი ("ფრაიბურგი") – 7,39, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული") – 7,51;
ნახევარმცველები: კილიან მბაპე ("პსჟ") – 8,04, კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი") – 7,64, კრისტოფერ ნკუნკუ ("ლაიფციგი") – 7,64, ლიონელ მესი ("პსჟ") – 7,77.
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა ("რეალი") – 7,69, რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") – 7,89.