ავტორიზაცია

კიდევ ერთი ცვლილება: საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა

კიდევ ერთი ცვლილება: საქართველოს ნაკრებს ოქრიაშვილი გამოაკლდა
თარიღი 26 მაი 2022, 14:24

დღეს დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

მოახლოებულ მატჩებში ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. მას "დინამო ბათუმის" ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი შეცვლის.

მოგეხსენებათ, ვილი სანიოლს ამ შეკრებაზე გიორგი ქვილითაიაც გამოაკლდა, რომელიც ბექა მიქელთაძემ შეცვალა.

საქართველოს ნაკრები ივნისის თვეში ერთა ლიგაზე 4 შეხვედრას გამართავს - გიბრალტარის, ბულგარეთის(2) და ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ.