"მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია", - ლაპორტა ბარსელონაში ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო შეძენაზე კომენტარი გააკეთა.
– უნდა ველოდოთ თუ არა ინვესტიციებს ლევანდოვსკის შეძენისთვის?
"ლევანდოვსკისა და "ბაიერნს" შორის მოქმედი კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი, ასეთი სიტუაციაა. მეტს ვერაფერს ვიტყვი".
– მაგრამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, მაგალითად, თქვა, რომ მიუნხენურ გრანდში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა
"დაე, ყველაფერმა იმუშაოს. ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მოგვწონს, მაგრამ კონტრაქტი აქვს", - ციტირებს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელის სიტყვებს L'Esportiu.
მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.