ავტორიზაცია

"კარგი შეკითხვაა, მაგრამ ახლა პასუხის გაცემა გამიჭირდება", - მანე ბაიერნში შესაძლო გადასვლის შესახებ

"კარგი შეკითხვაა, მაგრამ ახლა პასუხის გაცემა გამიჭირდება", - მანე ბაიერნში შესაძლო გადასვლის შესახებ
თარიღი 26 მაი 2022, 15:18

"ლივერპულის" გარემარბმა, სადიო მანემ "ბაიერნში" შესაძლო გადასვლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ ახლა პასუხის გაცემა გამიჭირდება. ცხადია, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვარ კონცენტრირებული".

"მატჩის შემდეგ მკითხეთ და გიპასუხებთ", - ციტირებს 30 წლის სენეგალელის სიტყვებს Metro.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენურ გრანდს მანეს ტრანსფერი არანაკლებ 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

აღსანიშნავია, რომ სადიოს "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.