ავტორიზაცია

მანე ბაიერნში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, პოტენციური ტრანსფერის სავარაუდო ფასიც გაირკვა

მანე ბაიერნში გადასვლის ვარიანტს განიხილავს, პოტენციური ტრანსფერის სავარაუდო ფასიც გაირკვა
თარიღი 23 მაი 2022, 21:39

"ლივერპულის" გარემარბი, სადიო მანე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნში" გადასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, სენეგალელი კარიერის გაგრძელების ამ ვარიანტს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენურ გრანდს, ფეხბურთელსა და მის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი შეიმჩნევა. მომდევნო 3-4 კვირა გადამწყვეტი იქნება.

"ბაიერნის" რიგებში მანეს ხილვა გუნდის მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანსაც სურს და კლუბის სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩსაც.

სავარაუდოდ, 30 წლის აფრიკელის სატრანსფერო ღირებულება, რომელსაც "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, არანაკლებ 50 მილიონი ევრო იქნება.

2021/22 წლების სეზონში მანემ ყველა ტურნირზე ერთად მერსისაიდელთა მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.