ავტორიზაცია

ლივერპულის პრეზიდენტი: "ვაღიარეთ, რომ ევროპის სუპერლიგის იდეა შეცდომა იყო"

ლივერპულის პრეზიდენტი: "ვაღიარეთ, რომ ევროპის სუპერლიგის იდეა შეცდომა იყო"
თარიღი 26 მაი 2022, 15:57

"ლივერპულის" პრეზიდენტის, ტომ ვერნერის განცხადებით, ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეა შეცდომა იყო.

– სუპერლიგა ოფიციალურად მკვდარია?

"ის ნამდვილად არ დგას "ლივერპულის" დღის წესრიგში. ვაღიარეთ, რომ შეცდომა იყო. წარსულს ჩაბარდა".

"ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ზოგიერთი ასპექტით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გამოხატვას საფეხბურთო კალენდართან და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატთან (ტურნირი ნოემბრიდან დეკემბრამდე ჩატარდება) დაკავშირებით. ყველაფერი უფრო გართულდება", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს The Athletic-ი.

ცნობისთვის, ევროპის სუპერლიგის პროექტში ამ დროისთვის ოფიციალურად მხოლოდ სამი კლუბი რჩება, ესენია: "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი".