"ერთხელ ნერვული აშლილობის ზღვარზე მიმიყვანა", - ანანიძემ გაიხსენა, თუ რატომ გაუფუჭდა ურთიერთობა ემერისთან
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გაუფუჭდა უნაი ემერისთან ურთიერთობა.
მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველი ცნობილ ესპანელ სპეციალისტთან ერთად 2012 წელს მოსკოვის "სპარტაკში" მუშაობდა.
"ერთხელ ემერიმ ნერვული აშლილობის ზღვარზე მიმიყვანა, როცა ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დამტოვა. ვარჯიშობ, ემზადები, გასახდელში შედიხარ და შენს მაისურს ვერ ხედავ".
"უნაისთან ამის გამო ურთიერთობა ცოტათი გამიფუჭდა, რადგან არაფერი ამიხსნა. ფიქრობდა, რომ უმცროსი გაიგებდა".
"ახლა ემერი დიდებული მწვრთნელია, ცხადია, მაგრამ შეუძლია ამიხსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?", - ციტირებს ანანიძის სიტყვებს რუსული მედია.