ავტორიზაცია

დემბელე ბარსელონას ტოვებს და ახალ გუნდში გადადის — AS

დემბელე ბარსელონას ტოვებს და ახალ გუნდში გადადის — AS
თარიღი 26 მაი 2022, 16:15

"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე კატალონიურ გრანდს ტოვებს და "პარი სენ ჟერმენში" გადადის.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

როგორც იწერება, 25 წლის ფრანგმა ახალი კონტრაქტის თაობაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შეთავაზება იუარა.

არსებული ცნობით, დემბელემ "ბარსას" სამწვრთნელო შტაბს უკვე აცნობა, რომ გუნდიდან მიდის.

სახლს, სადაც უსმანი ბარსელონაში ცხოვრობდა, უკვე ახალი მოიჯარეები ქირაობენ.

მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონში დემბელე 13 საგოლე გადაცემით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი გახდა.