ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "თუ პსჟ-ს არ შევაჩერებთ, საფრანგეთის ჩემპიონატს მოკლავს"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "თუ პსჟ-ს არ შევაჩერებთ, საფრანგეთის ჩემპიონატს მოკლავს"
თარიღი 26 მაი 2022, 16:21

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის აზრით, "პარი სენ ჟერმენის" საქმიანობა საფრანგეთის ჩემპიონატისთვის საზიანოა.

"პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ს კლავს", - ციტირებს ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელის სიტყვებს ESPN-ი.

"არსებობს უეფას წესები, რომლებმაც მსგავსი პრობლემები უნდა მოაგვაროს, მაგრამ თუ "პსჟ"-ს არ შევაჩერებთ, ფრანგულ ლიგას გაანადგურებს", - დასძინა ტებასმა.

მოგეხსენებათ, აქამდე, ლა ლიგის პრეზიდენტმა პარიზული კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფიც გააკრიტიკა:

"ბევრი საქმითაა დაკავებული, უამრავ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, რაც არ უნდა ხდებოდეს. 2022 წელს, ეს ფეხბურთისთვის დაუშვებელია".