ავტორიზაცია

"ის, რასაც აკეთებს, ფეხბურთისთვის დაუშვებელია", - ლა ლიგის პრეზიდენტი ალ ხელაიფის კვლავ აკრიტიკებს

"ის, რასაც აკეთებს, ფეხბურთისთვის დაუშვებელია", - ლა ლიგის პრეზიდენტი ალ ხელაიფის კვლავ აკრიტიკებს
თარიღი 26 მაი 2022, 15:48

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"ნასერ ალ ხელაიფი "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) ხელმძღვანელი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და beIN Sports-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელევიზიო კომპანიის, რომელიც მატჩების ჩვენების უფლებებს ყიდულობს".

"ბევრი საქმითაა დაკავებული, უამრავ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, რაც არ უნდა ხდებოდეს. 2022 წელს, ეს ფეხბურთისთვის დაუშვებელია".

"ამ ორგანიზაციებში პირველი ადამიანი ალ ხელაიფი არ უნდა იყოს და ის არ უნდა მართავდეს იმ კომპანიებს, რომლებიც ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის, სანაკრებო მატჩების უფლებებს ყიდულობენ", - ციტირებს ტებასის სიტყვებს ESPN-ი.