ავტორიზაცია

სიაში 5 შემტევია — ჩელსის ხელმძღვანელობა ზაფხულში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს

სიაში 5 შემტევია — ჩელსის ხელმძღვანელობა ზაფხულში თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს
თარიღი 26 მაი 2022, 16:44

"ჩელსის" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იტყობინება, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი "მანჩესტერ სიტის" გარემარბ რაჰიმ სტერლინგს აკვირდება.

ინგლისელს "ქალაქელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს და შესაძლოა, ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლით დაინტერესდეს.

გარდა ამისა, ლონდონელები კრისტოფერ ნკუნკუს გადაბირების შესაძლებლობას განიხილავენ, მაგრამ "ლაიფციგი" გუნდის ლიდერის გაყიდვას მარტივად არ დათანხმდება.

ამასთანავე, "ჩელსი" ჯონათან დევიდითა ("ლილი") და დარვინ ნუნიესით ("ბენფიკა"), აგრეთვე "ბარსელონას" გარემარბ უსმან დემბელეთიც ინტერესდება.