ლევანდოვსკის აგენტი: "რობერტი ბაიერნის მხრიდან პატივისცემას უკვე რამდენიმე თვეა ვეღარ გრძნობს"
"ბაიერნის" თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა, პინი ზაჰავიმ თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.
"როგორც ალაბა, რობერტიც ზრდასრული ადამიანია, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა", - ციტირებს პოლონელი სუპერვარსკვლავის წარმომადგენლის სიტყვებს SportBild-ი.
"არ ვაპირებ გონება ავურიო ან მასზე ზეწოლა მოვახდინო, ამას არასოდეს გავაკეთებ. აქ ფული არავის ანაღვლებს - არც რობერტს, არც მე".
"უკვე რამდენიმე თვეა "ბაიერნის" მხრიდან პატივისცემას ვეღარ გრძნობს. მიუნხენურმა გრანდმა არა მხოლოდ ფეხბურთელი ლევანდოვსკი, არამედ ადამიანი რობერტი დაკარგა", - დასძინა ზაჰავიმ.
ცნობისთვის, 33 წლის თავდამსხმელს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მაგრამ გუნდის დატოვება ამ ზაფხულსვე უნდა.