ავტორიზაცია

"სპარტაკმა 5-მილიონიანი შეთავაზება იუარა", - ანანიძე არსენალში არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს

"სპარტაკმა 5-მილიონიანი შეთავაზება იუარა", - ანანიძე არსენალში არშემდგარ ტრანსფერს იხსენებს
თარიღი 26 მაი 2022, 17:14

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ლონდონის "არსენალში" არშემდგარი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"როცა მაგრად დავიწყე, ჩემი ყიდვა "არსენალს" უნდოდა. "სპარტაკმა" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ არ გამიშვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ერთ წელიწადში 20 მილიონად გამყიდიდა".

"მიუხედავად ამისა, 150%-ით ვიცი, რომ წინადადება იყო, ხელმძღვანელობამ კი თქვა: "ჯანო არ იყიდება".

"შემდეგ, სხვადასხვა წლებში, ჩემი შეძენა "ვალენსიასა" და "ვიტესს" უნდოდათ. არც ეს გამოვიდა. თუმცა, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც დამეხმარა: თემურ ლეფსაის, რევაზ ჩელებაძესი და ყველა დანარჩენის. მათ გარეშე "სპარტაკში" განცდილი რთული მომენტები კიდევ უფრო რთული იქნებოდა", - განუცხადა ჯანომ რუსულ მედიას.

მოგეხსენებათ, 29 წლის ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში 2009 წლიდან 2019 წლამდე ირიცხებოდა.