ავტორიზაცია

KPMG | ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ევროპული საფეხბურთო კლუბი

KPMG | ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ევროპული საფეხბურთო კლუბი
თარიღი 27 მაი 2022, 11:32

დასახელდნენ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბები KPMG-ის ვერსიით.

ასე და ამგვარად, ზედიზედ მეოთხე წელია რეიტინგს "რეალი" ლიდერობს. ამჟამად მადრიდული გრანდის ღირებულება (Enterprise value, კომპანიის ღირებულების მაჩვენებელი, მისი დაფინანსების ყველა წყაროს გათვალისწინებით, ვალებისა და აქციების ჩათვლით) 3,184 მლრდ ევროს შეადგენს.

მეორე ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიკავა, რომლის ღირებულებაც 2,883 მლრდ ევროს შეადგენს, მესამეზე "ბარსელონაა" - 2,814 მლრდ ევრო.

აღსანიშნავია, რომ 32-გუნდიან რეიტინგში ათი პრემიერ ლიგიდანაა.

საუკეთესო წლიური ზრდა "მილანმა" დააფიქსირა - +35%, "როსონერი" ფასის მიხედვით (578 მლნ ევრო) სიაში მე-15 პოზიციაზეა. რეიტინგის ტოპ ათეულში მხოლოდ "ბარსელონას" ფასი შემცირდა - 2 პროცენტით.

ევროპის ტოპ 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბი:

1. "რეალი" – 3,184 მილიარდი ევრო;

2. "მანჩესტერ იუნაიტედი" – 2,883;

3. "ბარსელონა" – 2,814;

4. "ბაიერნი" – 2,749;

5. "ლივერპული" – 2,556;

6. "მანჩესტერ სიტი" – 2,483;

7. "ჩელსი" – 2,179;

8. "პსჟ" – 2,132;

9. "ტოტენჰემი" – 1,912;

10. "იუვენტუსი" – 1,597.

სრული რეიტინგი მოცემულია ქვემოთ.