ავტორიზაცია

გნაბრის სერიოზული მსურველი ჰყავს, ბაიერნის გარემარბი ტრანსფერზე თანახმაა

გნაბრის სერიოზული მსურველი ჰყავს, ბაიერნის გარემარბი ტრანსფერზე თანახმაა
თარიღი 27 მაი 2022, 11:59

ლონდონის "არსენალი" მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბის, სერჟ გნაბრის ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, 26 წლის გერმანელი "მეთოფეთა" რიგებში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

იმის გამო, რომ ლონდონელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ, ამ ზაფხულს ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.

ასე და აგვარად, "არსენალმა" მიუნხენელთა შემტევის გადაბირება შესაძლოა 2023 წელს სცადოს, როცა ეს უკანასკნელი თავისუფალი აგენტი გახდება.

გნაბრი, რომელმაც 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 ასისტი გააკეთა, "მეთოფეთა" რიგებში 2012 წლიდან 2016 წლამდე თამაშობდა.