ავტორიზაცია

მანჩესტერი ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს იმ ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომლის შეძენაც რანგნიკმა ურჩია

მანჩესტერი ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს იმ ფეხბურთელის ტრანსფერზე, რომლის შეძენაც რანგნიკმა ურჩია
თარიღი 27 მაი 2022, 14:33

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაიფციგის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტოფერ ნკუნკუს შეძენითაა დაინტერესებული.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, "ეშმაკუნებსა" და 24 წლის ფრანგის წარმომადგენლებს შორის კარგი კონტაქტი დამყარდა და შესაძლოა, მომდევნო კვირაში მანიკუნიანელებმა გერმანულ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართონ.

"იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ნკუნკუს შესაძლებლობებით მოხიბლულია, მისი შეძენა კლუბს გუნდის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა ურჩია.

ამავდროულად, როგორც აღინიშნება, "ლაიფციგი" თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

2021/22 წლების სეზონში ნკუნკუმ ყველა ტურნირზე ერთად 51 მატჩი ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.