ტრანსფერი 99%-ით დახურულია — სევილიას ცენტრალური მცველი პრემიერ ლიგის კლუბში გადადის

"ასტონ ვილამ" "სევილიას" ცენტრალური მცველის, დიეგო კარლოსის ტრანსფერი შეათანხმა.
უახლოეს პერიოდში 29 წლის ბრაზილიელი ინგლისში ჩავა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტს ხელი მოაწეროს.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, პრემიერ ლიგის კლუბს აღნიშნული ტრანსფერი 26 მილიონი ფუნტი (30,5 მლნ ევრო) დაუჯდა.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ "ასტონ ვილა" "ბარნლის" მცველ ჯეიმს ტარკოვსკისთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელსაც კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.
2021/22 წლების სეზონში კარლოსმა "სევილიას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.