ავტორიზაცია

ხავი რეკონსტრუქციას გეგმავს — ბარსა ზაფხულში 10-ზე მეტი ფეხბურთელის გაშვებას ეცდება

ხავი რეკონსტრუქციას გეგმავს — ბარსა ზაფხულში 10-ზე მეტი ფეხბურთელის გაშვებას ეცდება
თარიღი 27 May 2022, 16:52

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" რიგები შესაძლოა ათზე მეტმა ფეხბურთელმა დატოვოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა 10-ზე მეტ მოთამაშეს შესთავაზებს ახალი გუნდის მოძებნას.

გავრცელებული ინფორმაციით, ხავი რეკონსტურქციას გეგმავს, მაგრამ წყაროების ცნობით, ზოგიერთი ფეხბურთელის გაყიდვა რთული იქნება, რადგან წასვლა არ უნდათ, გარდა ამისა მაღალი ხელფასები აქვთ.

რიკი პუჩი, ოსკარ მინგესა, მარტინ ბრეიტუეიტი და სამუელ უმტიტი ხავის სამომავლო გეგმებში არ შედიან, რის შესახებაც მათ უკვე აცნობა. კლემან ლანგლეს, ფერან იუტგლას, აგრეთვე იჯარიდან დაბრუნებულ მირალემ პიანიჩსა და ფრანსიშკუ ტრინკაუსაც შესთავაზებენ წასვლას. "ბარსა" ადამა ტრაორესა და ლუკ დე იონგს არ შეისყიდის, რომლებმაც 2021/22 წლების სეზონი კატალონიაში იჯარით გაატარეს.

გაურკვეველია გარემარბ უსმან დემბელესა და მცველ დანი ალვეშის მომავალიც. ორივე მათგანს მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება.

გარდა ამისა, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, "ბარსა" მზად არის მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგის გაყიდვის ვარიანტებიც განიხილოს.

მიუხედავად რეკონსტრუქციის სურვილისა, "ბლაუგრანას" გარკვეული პრობლემები აქვს. ასე და ამგვარად, ბრეიტუეიტმა და პიანიჩმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულების ვადის ბოლომდე ამოწურვა სურთ, ლანგლეს მაღალი ხელფასი კი პოტენციურ მყიდველებს აფრთობს.