ვალვერდე: "ჩემპიონთა ლიგის ტიტულის სანაცვლოდ შვილის გარდა ყველაფერს დავთმობდი, ცოლსაც კი..."
"რეალის" ნახევარმცველმა, ფედერიკო ვალვერდემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას დათმობდა ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.
– რას დათმობდით ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ?
"ბევრ რაღაცას. ვფიქრობ, ყველაფერს. მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უნიკალური ტიტულია. მზად ვარ ბევრი რამ გავიღო. ყველაფერი, გარდა შვილისა... შესაძლოა, ცოლიც კი (იცინის). არა, არა, ეს ხუმრობაა!".
"მაგრამ ბევრს დავთმობდი, რადგან ფინალში თამაშის შესაძლებლობა ყოველდღე არ გეძლევა. ვიმედოვნებ, ტიტულს მოვიგებთ", - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს AS-ი.
ხვალ, 28 მაისს, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.