ავტორიზაცია

ვალვერდეს ცოლი: "მის თავს მეც დავთმობ, თუ რივერი ლიბერტადორესის თასს კიდევ ერთხელ მოიგებს"

ვალვერდეს ცოლი: "მის თავს მეც დავთმობ, თუ რივერი ლიბერტადორესის თასს კიდევ ერთხელ მოიგებს"
თარიღი 28 მაი 2022, 01:58

"რეალის" ნახევარმცველის, ფედერიკო ვალვერდეს მეუღლე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ქმრის მიერ გაკეთებულ განცხადებას იუმორით გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, აქამდე, ურუგვაელმა ფეხბურთელმა თქვა: "ჩემპიონთა ლიგის ტიტულის სანაცვლოდ შვილის გარდა ყველაფერს დავთმობდი, ცოლსაც კი...".

"მას არ ვადანაშაულებ. მის თავს მეც დავთმობ, თუ "რივერი" ლიბერტადორესის თასს კიდევ ერთხელ მოიგებს".

"მე-14 ჩემპიონთა ლიგის სანაცვლოდ მეგობრებიც უნდა გაიღო და ყველა დანარჩენიც", - წერს ჟურნალისტი, მინა ბონინიო, რომელიც "რივერ პლეიტის" გულშემატკივარია და ამ კლუბის გარშემო არსებულ მოვლენებს აშუქებს.

მოგეხსენებათ, "რივერს" ლიბერტადორესის თასი 4-ჯერ აქვს მოგებული - 1986, 1996, 2015 და 2018 წლებში.

ხვალ, 28 მაისს, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.