ავტორიზაცია

ატლეტიკოდან წასულ ლუის სუარესს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს

ატლეტიკოდან წასულ ლუის სუარესს პრემიერ ლიგიდან მსურველი ჰყავს
თარიღი 28 მაი 2022, 02:42

"ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კარიერა შესაძლოა ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იტყობინება, ურუგვაელის დამატებით "ასტონ ვილაა" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ბირმინგემელები უახლოეს პერიოდში შეაფასებენ, შეძლებს თუ არა 35 წლის ფორვარდი გაუძლოს პრემიერ ლიგაში არსებულ დატვირთვას, აგრეთვე ღირს თუ არა მისთვის მოთხოვნილი ხელფასის გადახდა.

თავად ურუგვაელს უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი სეზონის ჩატარება სურს. "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, რომელიც ლუისთან ერთად "ლივერპულში" თამაშობდა, სუარესთან კავშირს ინარჩუნებს.

ცნობისთვის, 2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა "ატლეტიკოს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.