ჩემპიონთა ლიგის ფინალი — ლივერპულისა და რეალის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია!

მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს "ლივერპული" და "რეალი" დაუპირისპირდებიან.
გუნდების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია.
"ლივერპული": ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ტიაგო, ჰენდერსონი, დიასი, მანე, სალაჰი.
"რეალი": კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე, ვინისიუსი, ბენზემა.
შეხვედრა, რომელიც "სტად დე ფრანსზე" გაიმართება, სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.