ნაპოლიმ კულიბალის გაყიდვა გადაწყვიტა — სენეგალელის შეძენა 4 ევროპულ გრანდს სურს
"ნაპოლის" ცენტრალური მცველი, კალიდუ კულიბალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს.
ასე და ამგვარად, როგორც სანდო წყაროები იუწყებიან, ნეაპოლელებმა 30 წლის სენეგალელის გაყიდვა გადაწყვიტეს.
მას შემდეგ, რაც კულიბალიმ "ნაპოლისთან" 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, კლუბის ხელმძღვანელობა ეცდება შექმნილ ვითარებაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
კალიდუსადმი ინტერესს "ბარსელონა", "იუვენტუსი", "ინტერი" და "რომა" იჩენენ. კატალონიელები გამოცდილ უკანახაზელს ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაუკავშირდნენ პოტენციური ტრანსფერის თაობაზე. "ბარსაში" იციან, რომ ფეხბურთელის შეძენას დაახლოებით 30 მილიონ ევროდ შეძლებენ.
2021/22 წლების სეზონში კულიბალიმ ყველა ტურნირზე ერთად "ნაპოლის" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტიც მიითვალა.