საუკეთესო მეგოლე ბენზემა გახდა — როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავა?
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი "რეალის" თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა გახდა.
34 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა 15 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია. რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნის, რომელმაც 2017/18 წლების სეზონში 15 ბურთი შეაგდო.
მეორე ადგილი "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა. პოლონელმა მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. მესამეზე კი 11 გოლით "აიაქსის" ფორვარდი, სებასტიან ალე გავიდა.
საუკეთესო ასისტენტად "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში მოგვევლინა - პორტუგალიელის აქტივში 7 შედეგიანი გადაცემაა.
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ბომბარდირთა სია:
1. კარიმ ბენზემა ("რეალი") - 15 გოლი, 2 ასისტი
2. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 13 გოლი, 3 ასისტი
3. სებასტიან ალე ("აიაქსი") - 11 გოლი, 2 ასისტი
4. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული") - 8 გოლი, 2 ასისტი
5. რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი") - 7 გოლი, 2 ასისტი.