ვინ დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად?
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა დასახელდა.
30 წლის ბელგიელმა "ლივერპულის" (1:0) წინააღმდეგ 9 (!) სეივი განახორციელა.
პირველ ტაიმში მერსისაიდელებმა მადრიდული გრანდის კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყეს, მეორე ნახევარში კი - 4-ჯერ.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში 9 სეივი საუკეთესო შედეგია, როგორც მინიმუმ 2003/04 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა ამ სტატისტიკის ათვლა დაიწყო.
საერთო ჯამში, კურტუას კარისკენ იურგენ კლოპის შეგირდებმა 23-ჯერ დაარტყეს.