ჩემპიონის მიერ განვლილი გზა: რეალმა ფლეი ოფში პსჟ და სამი საუკეთესო ინგლისური გუნდი დაამარცხა!
"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ფლეი ოფში "პსჟ"-სთან ერთად სამი საუკეთესო ინგლისური გუნდი დაამარცხა.
ფინალში მადრიდელები "ლივერპულზე" ძლიერები აღმოჩნდნენ - 1:0.
ნახევარფინალში "სამეფო კლუბმა" ორი მატჩის ჯამში "მანჩესტერ სიტის" მოუგო - 3:4, 3:1.
1/4 ფინალში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში "ჩელსის" აჯობეს - 3:1, 2:3.
1/8 ფინალიდან კი "რეალმა" ერთ-ერთი ფავორიტი "პსჟ" გამოთიშა ტურნირს - 0:1, 3:1.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახდა, "ლივერპულმა" მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო "ჩელსი" მესამეზე გავიდა.