ავტორიზაცია

კურტუა: "ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო, რადგან საკმარის პატივს არ მცემენ - განსაკუთრებით ინგლისში"

კურტუა: "ჩემპიონთა ლიგა უნდა მომეგო, რადგან საკმარის პატივს არ მცემენ - განსაკუთრებით ინგლისში"
თარიღი 29 May 2022, 02:37

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე განვაცხადე, როცა "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადის, იგებს-თქო. ვთქვი, რომ ახლა სწორ მხარეს ვარ. ამის შემდეგ ბევრი ისეთი კომენტარი შემხვდა, სადაც ჩემზე ამბობდნენ, დაამცირებენო. მაგრამ დღეს ყველაფერი პირიქით იყო".

"დღეს ჩემი კარიერისთვის ფინალი უნდა მომეგო, ჩემს მიერ გაწეული შრომისთვის. ჩემი სახელის პატივისცემისათვის უნდა გამემარჯვა, რადგან ვფიქრობ, საკმარის პატივს არ მცემენ - განსაკუთრებით ინგლისში. შესანიშნავი სეზონის შემდეგაც კი ბევრს მაკრიტიკებდნენ".

"გუნდით ვამაყობ. თამაშში ჩავერთეთ და როცა საჭირო გავხდი - გუნდს დავეხმარე".

"მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ. "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარეს, პრემიერ ლიგაში ბოლომდე იბრძოლეს. "ლივერპული" ორ თასს დაეუფლა და ძალიან ძლიერი იყო".

"ბრწყინვალედ ვითამაშეთ. გოლის გატანის ერთადერთი შანსი მოგვეცა და გამოვიყენეთ", - განუცხადა კურტუამ BT Sport-ს.