ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისკენ მიმავალ გზაზე ლივერპულის ავტობუსი საცობში გაიჭედა
"ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე დროულად მისვლასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა.
მერსისაიდული კლუბის ავტობუსი "სტად დე ფრანსისკენ" მიმავალ გზაზე საცობში გაიჭედა.
გზაზე მყოფმა სხვა ავტომობილებმა "წითლების" სატრანსპორტო საშუალებას გზა გაუთავისუფლეს.
როგორც აღინიშნება, "ლივერპულის" ავტობუსი სტადიონისკენ პოლიციის ესკორტის გარეშე მიემართებოდა.
საბოლოო ჯამში, იურგენ კლოპის გუნდი "სტად დე ფრანსზე" "რეალზე" 20 წუთით გვიან მივიდა.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში "სამეფო კლუბმა" "ლივერპული" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.