"ოფიციალური გამოძიება მოვითხოვეთ", - ლივერპული ფინალის წინ მომხდარი არეულობით აღშფოთებულია
"ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორგანიზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მოგეხსენებათ, მერსისაიდული კლუბისა და "რეალის" დაპირისპირება 36 წუთით გვიან დაიწყო. მაყურებლები სტადიონზე ვერ შევიდნენ, რომლის მისადგომებთანაც უზარმაზარი რიგები იყო.
"უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ სტადიონზე შესვლასთან დაკავშირებული პრობლემებითა და უსაფრთხოების წესების დარღვევით, რასაც "ლივერპულის" გულშემატკივრები "სტად დე ფრანსზე" წააწყდნენ".
"ეს ევროპულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და ფანები არ უნდა აწყდებოდნენ ისეთ მოვლენებს, რაც დღეს საღამოს ვიხილეთ".
"ოფიციალური გამოძიება მოვითხოვეთ", - წერია ინგლისური გრანდის განცხადებაში.