საინტერესო ფაქტი: რეალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოიგო

"რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მეტოქის კარში ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოიგო.
მოგეხსენებათ, მადრიდულმა გრანდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "ლივერპული" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
გადამწყვეტი გოლი 59-ე წუთზე "ბლანკოსის" გარემარბმა, ვინისიუს ჟუნიორმა შეაგდო - "რეალს" ზუსტად კარში მეტჯერ არც დაურტყამს.
აღსანიშნავია, რომ "ლივერპულმა" კარისკენ 23-ჯერ დაარტყა, საიდანაც ზუსტი 9 აღმოჩნდა - ტიბო კურტუამ ყველა მათგანი მოიგერია.
შეგახსენებთ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ისტორიაში მე-14-ედ დაეუფლა, რაც აბსოლუტური რეკორდია.