ბარსელონამ და ჩელსიმ რეალს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცეს

კატალონიის "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება მიულოცა.
მოგეხსენებათ, ფინალში "სამეფო კლუბმა" "ლივერპული" დაამარცხა - 1:0.
"მადრიდის "რეალს" "სტად დე ფრანსზე" ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დასაკუთრებას ვულოცავთ", - წერია "ბლაუგრანას" განცხადებაში.
"ვულოცავთ "რეალს", - ნათქვამია "ჩელსის" შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბმა" მეოთხედფინალური ეტაპიდან სწორედ ლონდონური კლუბი გამოთიშა ტურნირს (3:1, 2:3).