ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის აწ უკვე გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად "რეალის" გარემარბს, ვინისიუს ჟუნიორს თვლის.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში "სამეფო კლუბმა" "ლივერპული" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0.
აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ 21 წლის ბრაზილიელმა გაიტანა.
"ამ წელს ბევრი მატჩისთვის არ მიყურებია, მაგრამ მათში, რომლებსაც თვალყური მივადევნე, ჩემი აზრით, საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი იყო".
"ბენზემაც, მანაც ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა საუკეთესოდ ვინისიუსს დავასახელებ", - ციტირებს "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავის სიტყვებს TNT Sports-ი.