კლოპი: "სტამბულში სასტუმრო დაჯავშნეთ, ლივერპული ჩემპიონთა ლიგის ფინალს მომავალ სეზონშიც ითამაშებს"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, მერსისაიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების ფინალში ითამაშებს.
"მაქვს ძლიერი განცდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კვლავ ვითამაშებთ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს BBC Sport-ი.
"ბიჭები ნამდვილად კონკურენტუნარიანები არიან, გამორჩეული გუნდია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება".
"სად ტარდება ჩემპიონთა ლიგის ფინალი მომავალ სეზონში? სტამბულში? დაჯავშნეთ სასტუმრო", - დასძინა კლოპმა.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში "ლივერპული" "სტად დე ფრანსზე" "რეალთან" (0:1) დამარცხდა.