ლივერპულის ფეხბურთელები, რომლებსაც მერსისაიდულმა გამოცემამ ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა

მერსისაიდულმა გამოცემა Liverpool Echo-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ფეხბურთელების შეფასებები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ 10 შესაძლო ქულიდან 6-ზე დაბალი ინგლისური გუნდის არცერთ ფეხბურთელს არ მიუღია.
"ლივერპულის" რიგებში საუკეთესოდ ცენტრალური მცველი, იბრაჰიმა კონატე დასახელდა (8 ქულა).
7-7 ქულა დაუწერეს ვირჯილ ვან დეიკს, ენდრიუ რობერტსონს, ფაბინიოს, ჯორდან ჰენდერსონს, მოჰამედ სალაჰს, სადიო მანესა და რობერტო ფირმინოს.
ყველაზე დაბალი შეფასება კი ალისონს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, ტიაგო ალკანტარას, ნაბი კეიტას, ლუის დიასსა და დიოგო ჟოტას ერგოთ - 6-6 ქულა.