პერესი: "კურტუა მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია, ამიტომაც დაიმატა რეალმა"
"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ტიბო კურტუას მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი უწოდა.
მოგეხსენებათ, ბელგიელი "ლივერპულთან" (1:0) მოგებული საჩემპიონთალიგო ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - 30 წლის მეკარემ 9 სეივი განახორციელა.
"კურტუას საოცარი სეზონი ჰქონდა. მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა, ამიტომაც დავიმატეთ. ნამდვილი მადრიდისტაა".
"ანჩელოტი მართალია, როცა ამბობს, მადრიდსა და დანარჩენებს შორის სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ "რეალის" ფეხბურთელები მადრიდისტები არიან. მახსოვს, როგორ უჭერდნენ "სიტისთან" მატჩში უკვე თადარიგში მყოფი ვეტერანები ახალგაზრდებს მხარს".
"მადრიდი ცხოვრების აღქმის გზაა თავისი ღირებულებებითა და ზოგჯერ უსიამოვნო მომენტებით. კლუბი სოსიოსი ვართ, რადგან ეს საერთოობა მნიშვნელოვანია", - ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.