კლუბის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი — მარსელო რეალიდან ოფიციალურად წავიდა
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, "რეალის" მარცხენა მცველმა, მარსელომ მადრიდული გრანდიდან წასვლა დაადასტურა.
"ეს "რეალის" მაისურით ჩემი ბოლო მატჩი იყო და მისი ასე დასრულება უდიდესი სიხარულია", - თქვა ბრაზილიელმა "ლივერპულთან" (1:0) გამართული მატჩის დასრულებისთანავე.
მოგეხსენებათ, 34 წლის სამხრეთამერიკელი მადრიდულ გრანდში 18 წლის ასაკიდან ასპარეზობდა. "ბლანკოსის" რიგებში მან 25 ტიტული მოიგო, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით მარსელომ ლეგენდარულ ფრანსისკო ხენტოს გადაასწრო, რომელიც "რეალთან" ერთად 23 ტიტულს დაეუფლა.
მარსელომ ლა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 5-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი 4-ჯერ მოიგო.