ავტორიზაცია

"ვერ ვიჯერებ იმას, რაც გააკეთა", - ანჩელოტიმ გაამხილა, თუ რა უთხრა კურტუას სეზონის მიმდინარეობისას

"ვერ ვიჯერებ იმას, რაც გააკეთა", - ანჩელოტიმ გაამხილა, თუ რა უთხრა კურტუას სეზონის მიმდინარეობისას
თარიღი 29 მაი 2022, 14:13

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გოლკიპერ ტიბო კურტუას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მადრიდულმა გრანდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში "ლივერპული" (1:0) დაამარცხა, ბელგიელმა მეკარემ კი 9 სეივი განახორციელა.

"რეალში" დაბრუნება ჩემთვის დიდ წარმატებად იქცა. არა ტიტულებზე, არამედ იმ ბედნიერებაზე ვფიქრობ, რომელიც გულშემატკივრებს და ისეთ ფეხბურთელებს მოვუტანეთ, როგორიც კურტუაა".

"მას ვუთხარი: "მე ფინალში გაგიყვან, შენ კი მოიგებ". ასეც მოხდა".

"ბიჭებო, დამიჯერეთ, ვერ ვიჯერებ იმას, რაც ტიბო კურტუამ ამ მატჩში გააკეთა. წარმოუდგენელია", - ციტირებს "პაპა კარლოს" სიტყვებს Marca.