EXCLUSIVE: ჩხეტიანმა ტორპედოში პირველი ტრანსფერი განახორციელა!
რამდენიმე დღის წინ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კახა ჩხეტიანი დაინიშნა.
დაბრუნების შემდეგ, ჩხეტიანმა "ტორპედოში" პირველი მატჩიც გამართა და მისმა გუნდმა "გაგრა" დაამარცხა.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩხეტიანმა "ტორპედოში" პირველი ტრანსფერიც განახორციელა.
"სამტრედიას" მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი სეზონის მეორე ნახევრიდან "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს.
მჭედლიშვილი "სამტრედიას" ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, 2016 წელს ის იმერულ კლუბთან ერთად ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, რის შემდეგაც ჯერ ხორვატიულ "გორიცაში", შემდეგ კი ლატვიურ "ვენტსპილსში" გამოდიოდა. გასულ წელს მჭედლიშვილი "სამგურალში" ჩაირიცხა, ზაფხულში კი "სამტრედიაში" დაბრუნდა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი