"დარწმუნებული ვარ, მომავალი წელი ჩემი იქნება", - აზარმა რეალის ფანებს მიმართა

"რეალის" გარემარბმა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნისას მადრიდისტებს მიმართა.
"რეალის" გულშემატკივრებო, უკვე სამი წელია აქ ვარ, იმდენი ტრავმა მქონდა, იმდენი რამ მოხდა... მაგრამ მომავალ წელს თქვენს გამო ყველაფერს გავიღებ", - თქვა 31 წლის ფეხბურთელმა.
როცა ბელგიელმა საუბარი დაასრულა, "სამეფო კლუბის" დანარჩენი მოთამაშეები მას ჩაეხუტნენ და მის გარშემო ხტუნვა დაიწყეს.
"დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელი ჩემი იქნება", - თქვა აზარმა.
2021/22 წლების სეზონში ედენმა ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.