ავტორიზაცია

მადრიდის მერი კურტუას: "ისინიც სწორ მხარეს არიან, ვინც შენთან ერთად ლისაბონში ტიროდა"

მადრიდის მერი კურტუას: "ისინიც სწორ მხარეს არიან, ვინც შენთან ერთად ლისაბონში ტიროდა"
თარიღი 30 მაი 2022, 15:56

მადრიდის მერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" გამარჯვების შემდეგ გოლკიპერ ტიბო კურტუაზე იხუმრა.

ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა "ატლეტიკოს" გულშემატკივარია, სადაც ბელგიელი 2011 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა.

"ლივერპულთან" (1:0) გამართული ფინალური მატჩის წინ, კურტუამ თქვა: "როცა "რეალი" ფინალში გადის, მას იგებს. ახლა სწორ მხარეს ვარ".

გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მადრიდის მერმა თქვა: "რეალი" მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბის წოდებას ინარჩუნებს... ახლა კი - 21-ე საუკუნისასაც".

შემდეგ მარტინეს-ალმეიდამ კურტუას მიმართა: "რამდენიმე წელი დიდ სიამოვნებას მანიჭებდი. ნება მომეცი ერთი რამ გითხრა სიყვარულით: ისინიც სწორ მხარეს არიან, ვინც შენთან ერთად ლისაბონში ტიროდა".

მოგეხსენებათ, 2014 წელს, "რეალმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში "ატლეტიკო" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მაშინ "როხიბლანკოს" კარს სწორედ კურტუა იცავდა.