ავტორიზაცია

დე ბრუინი: "ერთა ლიგა უმნიშვნელო ტურნირია, სინამდვილეში ეს მატჩები ამხანაგურია"

დე ბრუინი: "ერთა ლიგა უმნიშვნელო ტურნირია, სინამდვილეში ეს მატჩები ამხანაგურია"
თარიღი 30 მაი 2022, 16:24

"მანჩესტერ სიტისა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი ერთა ლიგას მნიშვნელოვან ტურნირად არ თვლის.

"კიდევ ორი კვირა ძალიან ბევრია. ამ მატჩებს სულმოუთქმელად არ ველოდები, რადგან აღნიშნული ტურნირი უმნიშვნელოა. სინამდვილეში, ამხანაგური შეხვედრებია".

"ყველას გრძელი და რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ წუწუნს აზრი არ აქვს. ფეხბურთელები ვერაფერს ვიზამთ, თუნდაც ცოტა დასვენება გვინდოდეს".

"ასე რომ, მოედანზე გავალთ და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ", - ციტირებს დე ბრუინის სიტყვებს HLN-ი.