ლევანდოვსკი: "ბაიერნში თამაში აღარ მინდა, ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია"
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მიუნხენურ გრანდში თამაში აღარ უნდა.
"ბაიერნში" ჩემი ერა დასრულდა. ამ კლუბში თამაშის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავ. ტრანსფერი საუკეთესო გამოსავალია".
"აქ ასპარეზობა აღარ მინდა. "ბაიერნი" სერიოზული კლუბია და ვიმედოვნებ, წასვლაში ხელს არ შემიშლიან", - თქვა 33 წლის სუპერვარსკვლავმა პოლონეთის ნაკრების პრესკონფერენციის მიმდინარეობისას.
მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წელს ეწურება, მაგრამ კლუბიდან წასვლა ამ ზაფხულსვე უნდა.
ცნობისთვის, მიუნხენელთა სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდების მთავარი პრეტენდენტი "ბარსელონაა". სხვადასხვა წყაროების თანახმად, გამოცდილი ფორვარდი კატალონიელებს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა.
2021/22 წლების სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.