ავტორიზაცია

კონტრაქტის პირობები ცნობილია — პერიშიჩი პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გადადის

კონტრაქტის პირობები ცნობილია — პერიშიჩი პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გადადის
თარიღი 30 მაი 2022, 17:22

დიდი ალბათობით, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველი, ივან პერიშიჩი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

როგორც ბრიტანულ და იტალიურ მედიაში იწერება, ხორვატი "ტოტენჰემში" გადადის. იგი ლონდონში უკვე ჩავიდა და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

33 წლის ფეხბურთელი "დეზებთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ხელფასი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, პერიშიჩს "ნერაძურისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ივნისში ეწურება და "ტოტენჰემს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა შემტევმა "ინტერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.