ავტორიზაცია

ჰამანი: "ტიაგო ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა"

ჰამანი: "ტიაგო ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა"
თარიღი 30 მაი 2022, 17:39

"ბაიერნის", "მან სიტის" და "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, დიტმარ ჰამანი მერსისაიდელთა ნახევარმცველს, ტიაგო ალკანტარას გადაფასებულ მოთამაშედ მიიჩნევს.

"ვფიქრობ, მერსისაიდელებს გუნდის მოდერნიზება სჭირდებათ, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ტიაგოს გარშემო არსებული აჟიოტაჟის არ მესმის. ჩემი აზრით, ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე გადაფასებული ფეხბურთელია".

"როცა საქმე კარგად მიდის და გუნდი ბურთს ფლობს, კარგი მოთამაშეა, მაგრამ როცა ხისტი თამაში მიდის, არ ჩანს".

"კეიტაც იმედგაცრუებაა, ჰენდერსონი შრომისმოყვარეა. მათ სჭირდებათ ფეხბურთელი, რომელიც სიტუაციას შეცვლის და გუნდს ცოტა მეტს მისცემს", - ციტირებს ვეტერანი გერმანელის სიტყვებს Sky Sport-ი.

2021/22 წლების სეზონში 31 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა "ლივერპულის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.