ავტორიზაცია

ჰოლანდი: "საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ სიტიში ტრანსფერის პირობებზე რაიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა"

ჰოლანდი: "საწუწუნო არაფერი მაქვს, მაგრამ სიტიში ტრანსფერის პირობებზე რაიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა"
თარიღი 31 მაი 2022, 01:47

"დორტმუნდის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, რომელიც მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ სიტის" ღირსებას დაიცავს, "ქალაქელთა" რიგებში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"ბოლო რამდენიმე თვე გამიჭირდა. ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში "დორტმუნდისთვის" ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო".

"რაც შეეხება ტრანსფერის პირობებს, მინო რაიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა. შეგიძლიათ თავად წარმოიდგინოთ, ასახსნელი არაფერი მაქვს".

"ვერ დავიწუწუნებ, ჩემი ცხოვრება მომწონს და მომწონს ის, სადაც ვიმყოფები. საწუწუნო არაფერი მაქვს", - ციტირებს 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" ჰოლანდთან კონტრაქტის გაფორმება 10 მაისს ოფიციალურად დაადასტურა. ერლინგი პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს 2022 წლის 1 ივლისს შეუერთდება.