ავტორიზაცია

ატლეტიკომ მორატას თაობაზე იუვენტუსის შეთავაზება იუარა — რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები?

ატლეტიკომ მორატას თაობაზე იუვენტუსის შეთავაზება იუარა — რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები?
თარიღი 31 მაი 2022, 12:32

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ცდილობს "ატლეტიკო" თავდამსხმელ ალვარო მორატას დაბალ ფასად გაშვებაში დაარწმუნოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი ტურინულ გრანდში იჯარის წესით გაატარა.

კლუბებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც "ბებერ ქალბატონს" ესპანელის შესყიდვა 35 მილიონ ევროს შეუძლია, მაგრამ ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არის.

ასე და ამგვარად, "იუვემ" "როხიბლანკოს" მორატას სანაცვლოდ 20 მილიონი შესთავაზა, მაგრამ მყისვე უარი მიიღო. მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

2021/22 წლების სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა "ბიანკონერის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.