იუვენტუსში გადასვლის ალბათობა იზრდება — მიზეზი, რის გამოც პსჟ-მ პოგბას შეძენაზე უარი თქვა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ"-ში არ გადავა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა L'Equipe წერს, პარიზელებმა 29 წლის ფრანგის შეძენაზე უარი თქვეს, რადგან მისი გადაბირების მთავარი მსურველი, კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, ლეონარდო კლუბს ტოვებს, ხოლო ამ უკანასკნელის შემცვლელის, ლუიშ კამპუშის შემცვლელის გეგმებში პოლი არ შედის.
უფრო და უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ პოგბა "იუვენტუსში" გადავა, სადაც 2012 წლიდან 2016 წლამდე ასპარეზობდა.
"ეშმაკუნების" ფეხბურთელის ახალი აგენტი, რაფაელა პიმიენტა 16 მაისს "ბიანკონერის" ხელმძღვანელებს შეხვდა. ორივე მხარემ გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მოლაპარაკებები გრძელდება.
შესაძლოა, უახლოეს დღეებში პოგბასთვის ბრძოლაში სხვა კლუბებიც ჩაერთონ.
2021/22 წლების სეზონში პოლმა ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.