ესპანური მედია: გაირკვა, თუ როდის გეგმავს ლევანდოვსკი ბარსელონაში გადასვლას
"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის სურს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი ივნისის შუა რიცხვებში გახდეს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, პოლონელ სუპერვარსკვლავსა და კატალონიურ გრანდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, კონტრაქტი პრაქტიკულად შეთანხმებულია.
სავარაუდოდ, 33 წლის ფორვარდი და "ლურჯ-ბროწეულისფრები" უპრობლემოდ შეთანხმდებიან.
სხვა საკითხია "ბაიერნის" პოზიცია, რომელთანაც ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლადმე აკავშირებს. მიუნხენურ გრანდს მისი გაშვება არ უნდა და "ბარსას" შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რათა "რეკორდმაისტერს" პოზიცია შეაცვლევინოს.
რობერტს "ბარსაში" გადასვლა პოლონეთისა და ბელგიის ნაკრებებს შორის 14 ივნისს გასამართი მატჩის შემდეგ უნდა. სურს, რომ შვებულებაში ახალი კლუბის ფეხბურთელის რანგში გავიდეს.
ლევანდოვსკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ივნისში "ბლაუგრანას" ფეხბურთელი გახდეს.
გასულ სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" ღირსება 50 მატჩში დაიცვა და 46 გოლი გაიტანა.