ავტორიზაცია

რეალიდან წასულმა ისკომ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს

რეალიდან წასულმა ისკომ კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს
თარიღი 01 ივნ 2022, 00:22

ნახევარმცველმა ისკო ალარკონმა კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

SportItalia-ს ინფორმაციით, ესპანელი, რომელსაც „რეალთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, იტალიურ „რომას“ შესთავაზებს.

ისკოს წარმომადგენლებსა და „რომას“ შორის პირველი კონტაქტები უკვე დამყარდა და მხარეები ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ.

„რომა“ ისკოს დამატების შესაძლებლობას იმის გამო განიხილავს, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დიდი ალბათობით ასევე უფასოდ ჰენრიხ მხითარიანი დატოვებს.

2021/22-სეზონში ისკომ ლა ლიგის 14 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.